მესამე
საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენციის
წერილობითი
ანგარიში
ü ღონისძიების
დასახელება: ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები’’
Ø ჩამტარებელი ორგანიზაცია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური
ფაკულტეტი
Ø ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური
ფაკულტეტი, საქართველო, ქ. ქუთაისი, თამარ
მეფის ქუჩა #59, მეორე კორპუსი, 2-3 ივნისი, 2012 წელი
ü კონფერენციის
მიზანი და ამოცანები: კონფერენციის მიზანი გახლდათ პედაგოგიკის, სწავლების
მეთოდიკისა და განათლების ფილოსოფია-ფსიქოლოგიის სფეროში არსებული პრობლემებისა
და მათი გადაჭრის გზების წარმოჩენა.
ü რეზიუმე:
კონფერენცია გაიმართა 2-3 ივნისს აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიური ფაკულტეტის ინიციატივით (პედაგოგიური
ფაკულტეტის დეკანი - ვლადიმერ ადეიშვილი).
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ
ქალბატონი ნატო ქობულაძისაგან (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
დოქტორი) და გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო აღნიშნულ კონფერენციაში. ჩავატარეთ
კვლევა, ჩვენ ვფიქრობთ, ძალზე აქტუალურ თემაზე, კერძოდ რა პრობლემები არსებობს სკოლებში
ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები, რომელიც ავსახეთ
სტატიაში: ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები’’, მივაწოდეთ პედაგოგიური
ფაკულტეტის დეკანს ელ-ფოსტის საშუალებით. მოიწონეს ჩვენი კვლევა და
მოგვცეს უფლება, მონაწილეობა მიგვეღო კონფერენციაში. წინასწარ ელ-ფოსტის საშუალებით
გადმოგვიგზავნეს კონფერენციის პროგრამა. კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანი გახლდათ
(ღირებულებაში შევიდა ნაშრომის რეცენზირება, დაბეჭდვა და ლანჩი).
კონფერენციის
სამუშაო ენა ძირითადად იყო ქართული, თუმცა უცხოელი მომხსენებლები პრეზენტაციას ინგლისურ
და რუსულ ენებზე აკეთებდნენ. ჩვენმა ნაშრომმა
დისკუსიაც გამოიწვია, რადგან აუდიტორიაში ისხდნენ ოპონენტები, რომლებიც არ იყვნენ თანახმა
სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვისა.
ჩვენ მათ ავუხსენით, რომ თუ საზოგადოება გაითავისებს შშმ
ადამიანების ტკივილს და ეს საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული იქნება სკოლებში ინკლუზიური
განათლების დანერგვის აუცილებლობაზე, უფრო
ნაკლები პრობლემები გვექნება.
კონფერენციამ ძალიან საინტერესოდ და ორგანიზებულად ჩაიარა.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდა სამეცნიერო შრომების კრებულში,
რომლებიც საჩუქრად გადმოგვეცა მომხსენებლებს და მიეწოდა უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკებს (ღონისძიების დღის წესრიგი დანართის სახით თან ერთვის
ანგარიშს).
ü ღონისძიების
მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კონფერენციაში
მონაწილეობა, რადგან კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ჩემთვის საინტერესო თემებზე
(,,სასწავლო დისკუსიის როლი დიალოგის კულტურის ფორმირებაში’’, ,,მოსწავლეთა ნაადრევი
დაღლა და მისი პრევენცია’’, ,,ეფექტური სწავლების ზოგიერთი ასპექტი ქართული ენისა და
ლიტერატურის გაკვეთილზე’’, ,,პრობლემური გაკვეთილი’’, ,,მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიკაცია
ინკლუზიური განათლების დროს’’ და ა.შ), მოვისმინე კომპეტენტური ადამიანებების მოსაზრებები
პედაგოგიკის, სწავლების მეთოდიკისა და განათლების ფილოსოფია-ფსიქოლოგიის შესახებ. მე მეამაყებოდა, რომ შემეძლო საკუთარი აზრის თამამად
დაფიქსირება. კონფერენციის თითოეული მონაწილე პატივს სცემდა ყველა მომხსენებლის აზრს.
მომავალი სასწავლო წლიდან აუცილებლად გამოიყენებთ შეძენილ ცოდნასა და ახალ უნარებს
პედაგოგიურ პრაქტიკაში, კერძოდ:
1. უფრო
მეტად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში დისკუსიას
2. ვეცდები,
გაკვეთილი დავგეგმო ისე, რომ თავიდან ავიცილო მოსწავლეების ნაადრევი დაღლა
3. უკეთ
შევძლებ, მოვახდინო მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიკაცია და ა.შ.
მე
და ჩემი კოლეგა, ასმათ დათიაშვილი ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ ჩვენი ცოდნისა და
გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის ტრენინგების საშუალებით.
კონფერენციაზე წარდგენილი თემის
რეზიუმე
(კვლევა ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით)
ინკლუზიური განათლების დანერგვა-განხორციელება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც თან მოჰყვება მთელი
რიგი პრობლემები, ბარიერები, და, ჩვენ ვთვლით,
ზოგიერთ მათგანს იწვევს საზოგადოების ნაკლებინფორმაციულობა,
შესაბამისად ცრუ შეხედულებები, უარყოფითი დამოკიდებულება და ნეგატიური მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაზე
და როლზე აღარ დავობენ. სკოლისა და მასწავლებლის ყველა ძალისხმევა შეიძლება უშედეგო
აღმოჩნდეს, თუ მშობელს არ აქვს გაცნობიერებული სწავლისა და განათლების მნიშვნელობა,
არ ეხმარება სკოლის ადმინისტრაციას მისი შვილის მაგალითზე განახორციელოს მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო პროცესი. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საგანმანათლებლო
პოლიტიკის განსაზღვრაში.
ჩვენი ინიციატივით, გელათის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის
ხელშეწყობით ჩატარდა კვლევა (12-16 მარტი, 2012 წელი) იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას
ფლობს მშობელი ინკლუზიური განათლების შესახებ. კვლევა ჩატარდა ჩვენს მიერ წინასწარ შედგენილი
ანონიმური ანკეტების საშუალებით. სკოლის ბაზაზე გამოიკითხა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთა (სულ
სკოლაში 106 მოსწავლეა) 50 მშობელი. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი შიშობს, რომ
შეზღუდულობა გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს, ზოგს ეცოდება შშმ
ადამიანები და არ იშურებენ მათ მიმართ სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს, ზოგიერთი არაკეთილგანწყობილია
შშმ პირთა მიმართ, ისინი ცდილობენ არასასურველი კონტაქტების თავიდან აცილებას, ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანები
გადამეტებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ,
ზოგი თვლის, რომ ,,უნარშეზღუდული’’ ადამიანებისათვის აუცილებელია
მხოლოდ სიტყვიერი ან ფინანსური დახმარება. ბენეფიციართა
ნაწილი (62%) მიიჩნევს, რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო
სკოლაში, ნაწილი (38%) თვლის, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისა
და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთონ მხოლოდ მასწავლებლები და ფსიქოლოგები...
კვლევის შემდეგ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, მიგვეწოდებინა ინფორმაცია კვლევაში ჩართული ბენეფიციალებისათვის შეზღუდული
შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განათლების
შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ამ ნაწილის დამოკიდებულების შეცვლა, მასწავლებლებსა და მშობლებს
შორის თანამშრომლობის განვითარება, გამოცდილებების
გაცვლა. მათ მივაწოდეთ მასალები მარტივად და საინტერესოდ სლაიდების საშუალებით, ვაჩვენეთ ფილმი ,,როგორ ინგრევა კედელი’’, ჩავრთეთ
ისინი სხვადასხვა აქტივობებში.
ამ შეხვედრის შემდეგ კვლევაში ჩართულმა პირებმა ისევ
შეავსეს ანკეტები და აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობის აზრი საგრძნობლად შეიცვალა აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ თუ საზოგადოებას, მშობლებს
დროულად, სწორად და ჯეროვნად მივაწვდით ინფორმაციას
ინკლუზიური განათლების, შშმ მოსწავლეთა შესახებ, თავიდან ავიცილებთ მთელ რიგ პრობლემებს,
რომლებიც გვხვდება სკოლებში ინკლუზიური განათლების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
ელისო მაწკეპლაძე - სსიპ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელი
ასმათ
დათიაშვილი - სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის
სოფელ გელათის საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელი
ინფორმაციის ნაკლებობით
გამოწვეული პრობლემები
(კვლევა ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით)
,,ინკლუზია’’ ინგლისური სიტყვაა და ,,ჩართვას’’ ნიშნავს.
ბოლო წლებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტერმინი ,,ინკლუზიური განათლება’’,
რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო
სისტემაში ჩართვას.
„ინკლუზიური
განათლება თითოეული მოსწავლის განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებისა და მათზე
სათანადო რეაგირების პროცესია, რომელიც ხორციელდება სასწავლო პროცესში, კულტურულ და
სათემო ღონისძიებებში მოსწავლეთა მონაწილეობის გაზრდით და საგანმანათლებლო სივრციდან
გარიყულობის შემცირების გზით“. ( UNESCO)
2000 წლიდან საქართველო ჩაება საერთაშორისო პროგრამაში
”განათლება ყველასათვის”, რომელიც ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა ბავშვს
უნდა ჰქონდეს სწავლის შესაძლებლობა სხვა ბავშვებთან ერთად.
2004 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსათვის პრიორიტეტული გახდა ინკლუზიური განათლება.
განათლების ხელმისაწვდომობა, განურჩევლად შესაძლებლობისა,
სოციალური თუ კულტურულ-ეთნიკური მდგომარეობისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
მსოფლიოს ყველა ბავშვს, თავისი ინდივიდუალური, ძლიერი და სუსტი მხარეების,
იმედებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, აქვს განათლების მიღების უფლება. თუ მოსწავლე არის
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და ესაჭიროება სპეციალური საგანმანათლებლო
მომსახურება, სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები.
შშმ ბავშვისადმი
აუცილებელია საჯარო სკოლებში კეთილგანწყობილი
გარემოს ორგანიზება. კეთილგანწყობილი
სასწავლო გარემო გულისხმობს ყველა მოსწავლის ყოფნას, მიღებას, მონაწილოებას და
მიღწევებს / წარმატებებს ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში. წარმატებულია სასწავლო პროცესი, რომელშიც ყველა ბავშვი ერთი ჯგუფის წევრია, მოსწავლეები თანამშრომლობენ
და ეხმარებიან ერთმანეთს, მათთვის მისაღებია, რომ ზოგიერთ ბავშვს აქვს უმრავლესობისაგან
განსხვავებული საჭიროებები. ყველა ბავშვი პატივისცემით ეპყრობა თანატოლებს.
საქართველოში არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც აწესრიგებს შშმ ადამიანების უფლებებსა და მოვალეობებს.
ეს ბაზა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები
შშმ პირთა სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ
საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
ინკლუზიური განათლების დანერგვა-განხორციელება, დამეთანხმებით
ალბათ, შეუძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც თან მოჰყვება
მთელი რიგი პრობლემები, ბარიერები, და, ჩვენ
ვთვლით, ზოგიერთ მათგანს იწვევს საზოგადოების
ნაკლებინფორმაციულობა, შესაბამისად ცრუ შეხედულებები, უარყოფითი დამოკიდებულება
და ნეგატიური მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
სასწავლო პროცესში მშობლის
ჩართულობის მნიშვნელობაზე და როლზე აღარ დავობენ. სკოლისა და მასწავლებლის ყველა ძალისხმევა
შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს, თუ მშობელს არ აქვს გაცნობიერებული სწავლისა და განათლების
მნიშვნელობა, არ ეხმარება სკოლის ადმინისტრაციას მისი შვილის მაგალითზე განახორციელოს
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ
საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრაში.
ჩვენი ინიციატივით, გელათის
საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდა კვლევა (12-16 მარტი, 2012 წელი)
იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობს მშობელი
ინკლუზიური განათლების შესახებ. კვლევა
ჩატარდა ჩვენს მიერ წინასწარ შედგენილი ანონიმური ანკეტების საშუალებით. სკოლის ბაზაზე
გამოიკითხა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთა (სულ სკოლაში 106 მოსწავლეა) 50 მშობელი. კვლევამ აჩვენა, რომ
1.
ზოგიერთი შიშობს, რომ
შეზღუდულობა გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს
2.
ზოგს ეცოდება შშმ ადამიანები და არ იშურებენ მათ
მიმართ სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს (რაც ხშირად ამცირებს ადამიანის ღირსებას),
3.
ზოგიერთი არაკეთილგანწყობილია შშმ პირთა მიმართ,
ისინი ცდილობენ არასასურველი კონტაქტების თავიდან აცილებას, (რამაც შეიძლება შშმ პირის
ღრმა დეპრესიის მიზეზიც გახდეს),
4.
ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი
ადამიანები გადამეტებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ, (რაც იწვევს იმას, რომ შშმ პირები ვეღარ ახდენენ
საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას),
5.
ზოგი თვლის, რომ ,,უნარშეზღუდული’’
ადამიანებისათვის აუცილებელია მხოლოდ სიტყვიერი ან ფინანსური დახმარება.
6.
ბენეფიციართა ნაწილი (62%) მიიჩნევს,
რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში,
7.
ნაწილი (38%) თვლის,
რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთონ მხოლოდ
მასწავლებლები და ფსიქოლოგები...
კვლევის შემდეგ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, მიგვეწოდებინა ინფორმაცია კვლევაში ჩართული ბენეფიციალებისათვის შეზღუდული
შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განათლების
შესახებ. ჩვენი მიზანი იყო, შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ამ ნაწილის დამოკიდებულების შეცვლა, მასწავლებლებსა და მშობლებს
შორის თანამშრომლობის განვითარება, გამოცდილებების
გაცვლა. მათ მივაწოდეთ მასალები მარტივად და საინტერესოდ სლაიდების საშუალებით, ვაჩვენეთ ფილმი ,,როგორ ინგრევა კედელი’’, ჩავრთეთ
ისინი სხვადასხვა აქტივობებში.
ამ შეხვედრის შემდეგ კვლევაში ჩართულმა პირებმა ისევ
შეავსეს ანკეტები და აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობის აზრი საგრძნობლად შეიცვალა აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ
1.
მათ, ვინც შიშობდა, რომ შეზღუდულობა
გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს, მთლიანად შეეცვალათ შეხედულება ამ საკითხთან
დაკავშირებით,
2.
იმ ადამიანთა რიცხვიც
შემცირდა , რომელთაც ეცოდებოდა შშმ ადამიანები
და არ იშურებდნენ მათ მიმართ სიბრალულის გამომხატველ
ფრაზებს (რაც ხშირად ამცირებს ადამიანის ღირსებას)
3.
შშმ პირთა მიმართ არაკეთილგანწყობილთა რიცხვი განახევრდა.
4.
მათი რიცხვიც შემცირდა,
ვინც მიიჩნევდა, რომ შშმ ადამიანები გადამეტებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ, (რაც იწვევს იმას, რომ შშმ პირები ვეღარ ახდენენ
საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას),
5.
საზოგადოების ნაწილი
დარწმუნდა, რომ ,,უნარშეზღუდული’’ ადამიანებისათვის
მარტო სიტყვიერი ან ფინანსური დახმარება არ კმარა. მათ გარკვეული მხარდაჭერა და პატივისცემა სჭირდებათ.
6.
ბენეფიციართა უკვე მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა
ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში,
7.
13% თვლის, რომ ინკლუზიური
განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთონ მხოლოდ მასწავლებლები
და ფსიქოლოგები...
აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ თუ საზოგადოებას
დროულად, სწორად და ჯეროვნად მივაწვდით ინფორმაციას ინკლუზიური განათლების, შშმ მოსწავლეთა
შესახებ, თავიდან ავიცილებთ მთელ რიგ პრობლემებს, რომლებიც გვხვდება სკოლებში ინკლუზიური
განათლების დაგეგმვასთან დაკავშირებით.